ქალღმერთი

ქალღმერთი

понедельник, 23 февраля 2015 г.

ბუნების საოცრებანი - სასწავლო პროექტი

B
                     ბუნების საოცრებანი – სასწავლო პროექტი


1.   Pპროექტის სახელი:  ბუნების საოცრებანი
2.   Pპროექტის მოკლე აღწერა:

დედამიწა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტაა, სადაც მილიონობით
ცოცხალი  ორგანიზმი ცხოვრობს. ისინი დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ ევოლუციას, რომ შეგუებოდნენ გარემოს. Mმიმდინარეობდა არსებობისათვის ბრძოლა, რომლის შედეგად გადარჩებოდნენ ის ინდივიდები,რომლებსაც მოცემულ გარემოში შესაგუებლად სასარგებლო ნიშან-თვისებაექნებოდათ განვითარებული.

3.   Pპროექტის სრული აღწერა:

დედამიწაზე სიცოცხლე ყველგანაა, მთის მწვერვალზეც და ოკეანის ღრმა ადგილებშიც. 1971 წელს მეცნიერებმა ოკეანის ფსკერზე, უკუნ სიბნელეში, ნაპრალებს შორის მცხოვრებ პაწაწინა არსებებს მიაგნეს. მიუხედავად გაზებისა და მდუღარე წყლისა, რომელიც ნაპრალებიდან ამოდის, კრევეტებისა და მოლუსკების ზოგიერთი სახეობა აქ თავს კარგად გრძნობს.
 ცხოველთა სამყარო მოიცავს მიკროსკოპულ არსებებს და უზარმაზარ ლურჯ ვეშაპსაც, ქერცლიან ზღვის გველებსაც და ლორწოვან ბაყაყებსაც...

4.   მონაწილეთა ასაკი:  15-16 წელი
5.    ვადები-ხანგრძლივობა:  თებერვალი-მარტი
6.  პროექტის შესაძლო აქტივობები მოსწავლეებში:

    მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ, გაეცნობიან ეკოსისტემაში შემავალი ცხოველებისა და მცენარეების ურთიერთ დამოკიდებულებას, მოამზადებენ რეფერატებს, მოაწყობენ პრეზენტაციებს, გაიმართება დისკუსიები, გამოუმუშავდებათ დამოუკიდებელი მუშაობის, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევა,კომუნიკაციის და სოციალური უნარები.
      7.მოსალოდნელი შედეგები-პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
    ახალგაზრდები დაუკავშირდებიან შესაბამის დაწესებულებებს, გაეცნობიან მცენარეთა და ცხოველთა გავრცელებას ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ადგილებში: ჯუნგლებში, სავანებში, მუსონურ რეგიონებში, ტროპიკულ უდაბნოებში და სხვა. შექმნიან ვებ-გვერდებს ბლოგებს სახით მათთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით,
  განახორციელებენ კვლევით სამუშაოებს ინტერნეტის საშუალებით, სადაც სწრაფი კავშირები მუდმივად იცვლება, ივსება ახალი მასალით და მუდმივად, მიიღებან ახალ 
      8.  სასარგებლო სხვებისთვის:
       მოსწავლეთა ნაშრომს გაეცნობიან დაინტერესებული პირები, მოხდება საინტერესო მასალის ურთიერთგაზიარება. გააკეთებენ კომენტარებს, ჩაერთვებიან კვლევა-ძიებაში, გაუჩნდებათ მოტივაცია, გაეცნონ სიახლეებს ფლორისა და ფაუნის სამყაროში. სახალისო ვიქტორინების საშუალებით შეამოწმებენ ცოდნას სხვადსხვა ობიექტების შესახებ.
      9. სამუშაო ენა:  ქართული
      10.საგნებთან-საგნობრივ ჯგუფებთან, ესგ-სთან კავშირი:
      კავშირი ბიოლოგიასთან, გეოგრაფიასთან, ინფორმატიკასთან, ესგ-სთან დაკავშირებით განიხილება ცხოველთა შეგუება სხვადასხვა გარემო პირობებთან, ცოცხალ სამყაროში მიმდინარე არსებობის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა.
      11. მონაწილენი სხვა სკოლებიდან: ---
      12.  პროექტის ფასილიტატორი:   მანანა ბერიკაშვილი
მ      მონაწილენი:   ნატა ბეგოიძე, ნათია ქობალია, მარიამ ტოროსიანი, ვერიკო კუპრავა,
         სოფო მეტრეველი, გიორგი სიქტურაშვილი
      13.პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: 
       Berikashvili-1956@ Gmail.com
      14.პროექტის  ფორუმი:
      15.     გამოყენებული რესურსი:
        წიგნი ინტერნეტი-ბუნების საოცრებანი
    
2     .      www. Usborne-quicklinks.com
3     .      სუზანა დევიდსონი, მაიკ ანკინი----„ცხოველთა სამყარო“
4     .      თბილისის ზოოპარკის ბინადართა შესახებ მოძიებული ინფორმაცია.
5     .      კარენ- მაკგი. ჯორჯ მაკეი-საყმაწვილო ენციკლოპედია




ბუნების საოცრებანი

ბუნების         საოცრებანი

იცი, თუ არა, რომ......
-დათვს შეუძლია 48 კმ-სთ სიჩქარით სირბილი.
-პინგვინებს შეუძლიათ 1080 სმ სიმაღლეზე ახტომა.
-სირაქლემას და კენგურუს არ შეუძლიათ უკან სიარული.
-თახვებს  შეუძლიათ სუნთქვის შეკავება 45 წუთი წყალქვეშ.
-სპილოებს არ შეუძლიათ ახტომა.
-ნიანგს არ შეუძლია ენის გამოყოფა.
-კოდალას შეუძლია ხეზე კაკუნი 20-ჯერ 1 წმ.-ში, მაგრამ თავი არ ტკივა, რადგან თავის ქალაზე აქვს ტვინის „გასანიავებელი“ სპეციალური „ოთახები“.

-პეპლები  საჭმელს ფეხებით უსინჯავენ გემოს როდესაც მასზე დგანან.

იცით რა ჰქვია ცხოველთა შვილებს?

იცით  რა ჰქვია ცხოველთა შვილებს?
-ირემი-ბიჟიკი
-ციყვი-დღნაშვი
-ჯიხვი-ფოთრი
-ბუ-ღლაპი
-ფარშევანგი-ნამლევი
-ხოხობი-ლაპრი

-გველი-წიწილი

საოცარია, მაგრამ ფაქტია...

ა) საოცარია, მაგრამ ფაქტია...
ცხოველებს ადამიანებივით უჩვეულო და გასაოცარი საქციელი ახასიათებთ. ზოგიერთი ქცევის
ახსნა ჯერაც ვერ შეძლეს და მეცნიერები მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამენ. ფაუნის წარმომადგენლები
თავის გადასარჩენად სხვადსხვანაირად მოქმედებენ და ქცევას უსადაგებენ ისეთ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, როგორიცაა საკვების, წყლის, თავშესაფრის და მეწყვილის მოძიება.
    მეთოვლიები მიგრაციის დროს ყოველ წელს არქტიკიდან ანტარქტიდაზე ორი თვის განმავლობაში
მიფრინავენ, მერე კი ისევ უკან ბრუნდებიან.

    წყლის კუს ბაკანი ჭაობის ფსკერზე თითქმის შეუმჩნეველია. მას პირში ვარდისფერიწანაზარდი აქვს, რომელიც ჭიაყელას ჰგავს. თევზების მისაზიდად იგი ამ სატყუარას იყენებს.
    მდედრი ცხენთევზები კვერცხებს დებენ მამრის მუცელზე არსებულ ჯიბეში, მამრის ჯიბიდან ორი კვირის შემდეგ პატარა ცხენთევზები იჩეკებიან.
    გომბეშოსებრი ხვლიკი მასზე თავდასხმის დროს თვალებთან არსებული ნასვრეტებიდან სისხლს აფრქვევს, რომელსაც ისეთი ცუდი გემო აქვს, რომ მტაცებლები მას მაშინვე შორდებიან.
    ზოგიერთ ცხოველს ისეთი შეგრძნება გააჩნია, რომლის მსგავსი ადამიანს არ აქვს. მაგალითად, ზვიგენები, ისევე, როგორც იხვნისკარტები, მსხვერპლის ძიებისას საკუთარ ელექტრულ აქტივობას იყენებენ.
     ცხოველები ურთიერთობას შეტყობინების, სხვათა მისაზიდად, გასაფრთხილებლად, ან დასაფრთხობად იყენებენ:  საფრთხის დროს მახრჩობელა გველი თავს სხეულში მალავს და კუდს აჩენს.
თავდამსხმელს კუდი მისი თავი ჰგონია.
       გველებმა და ნიანგებმა საკვების გარეშე შეიძლება რამდენიმე კვირა, ან რამდენიმე თვეც კი გაძლონ.
     სისხლისმწოველი ღამურები ყოველდღე თავიანთ წონაზე 70%-ით მეტ სისხლს სვამენ. ისინი სისხლს მძინარე ცხოველებს სწოვენ.


ასეც ხდება.....

                                 
 ბ)  ასეც  ხდება.....
  იცით, როგორ მოიპოვებს საკვებს ქამელეონი? მას ისეთი ენა აქვს, რომელიც იწელება და სიგრძით
ქამელეონის სხეულს აჭარბებს. ენის წვერი მსხვერპლს ეხება, ეწეპება, შემდეგ კი ენა მოკლდება და ხახაში
ბრუნდება. ქამელეონოს ენა ღრუიანი მილია, რომელიც ხახაში მოთავსებული ძვლის გარშემოა დახვეული.

როდესაც ენა ძვლის გასწვრივ იძაბება, გრძელდება და ხახიდან გამოიტყორცნება.

ძილიც ამას ჰქვია...

                                   
  გ) ძილიც ამას ჰქვია...
ზოგიერთ ძუძუმწოვარს კარგად განვითარებული გრძნობის ორგანო აქვს, რომელიც მას გადარჩენაში ეხმარება. ეს არის ხუთი გრძნობის ორგანოდან ერთ-ერთი, ან დამატება, მეექვსე გრძნობა. დელფინი
წყალში ცხოვრობს, ატმოსფერული ჰაერის ჩასასუნთქად კი ყოველთვის ზედაპირზე ამოდის.
რამდენიმე საათ მას ძილიც ჭირდება. დასვენება რომ მოახერხოს და კიდეც ისუნთქოს, დელფინის
მხოლოდ ტვინის ნახევარს სძინავს, მეორე ნახევარი კი ფხიზლადაა და სუნთქვას წარმართავს.
წყლის ზედაპირთან ახლოს სძინავს. მსუბუქი ძვლების გამო წყალში არ იძირება. ძილის დროს ცალი
თვალი ღია აქვს, რომ მოახლოებული საფრთხე შეიგრძნოს. რამდენიმე წუთში ერთხელ იგი კუდს იქნევს

 და ზედაპირზე ამოდის, თავზე მოთავსებულ სასუნთქ ხვრელს აღებს და სუფთა ჰაერს ჩაისუვთქავს.

შიშს დიდი თვალები აქვს

დ)  შიშს დიდი თვალები აქვს
პატარა ძუძუმწოვარს, გრძელტერფას სუპერთვალები აქვს. თითოეული თვალი მის ტვინზე მეტს
იწონის. ცხოვრობს ხეზე, ღამ- ღამობით ნადირობს. თვალები ისეთი დიდი აქვს, რომ თვალბუდეში
მოძრაობა არ შეუძლია, ამიტომ გრძელტერფას, ბოს მსგავსად უკან მოსახედად თავს ატრიალებს
180 გრადუსით.
   ოპოსუმს შიშისაგან შეუძლია ისე გაშეშდეს ოთხი საათის განმავლობაში, რომ მელას ან ძაღლს
მკვდარი ჰგონია და თავს ანებებს მაშინაც კი, როცა ოპოსუმი რამდენიმე წუთის წინ მოძრაობდა.
თავდასხმის დროს შეუძლია დაიწყოს ღრენა, ან გაიქცეს და შარდი გამოყოს.