B
ბუნების საოცრებანი – სასწავლო პროექტი
ბუნების საოცრებანი – სასწავლო პროექტი
1. Pპროექტის სახელი: ბუნების საოცრებანი
2. Pპროექტის მოკლე აღწერა:
დედამიწა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტაა, სადაც მილიონობით
ცოცხალი ორგანიზმი ცხოვრობს. ისინი დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდნენ ევოლუციას, რომ შეგუებოდნენ გარემოს. Mმიმდინარეობდა არსებობისათვის ბრძოლა, რომლის შედეგად გადარჩებოდნენ ის ინდივიდები,რომლებსაც მოცემულ გარემოში შესაგუებლად სასარგებლო ნიშან-თვისებაექნებოდათ განვითარებული.
3. Pპროექტის სრული აღწერა:
დედამიწაზე სიცოცხლე ყველგანაა, მთის მწვერვალზეც და ოკეანის ღრმა ადგილებშიც. 1971 წელს მეცნიერებმა ოკეანის ფსკერზე, უკუნ სიბნელეში, ნაპრალებს შორის მცხოვრებ პაწაწინა არსებებს მიაგნეს. მიუხედავად გაზებისა და მდუღარე წყლისა, რომელიც ნაპრალებიდან ამოდის, კრევეტებისა და მოლუსკების ზოგიერთი სახეობა აქ თავს კარგად გრძნობს.
ცხოველთა სამყარო მოიცავს მიკროსკოპულ არსებებს და უზარმაზარ ლურჯ ვეშაპსაც, ქერცლიან ზღვის გველებსაც და ლორწოვან ბაყაყებსაც...
4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
5. ვადები-ხანგრძლივობა: თებერვალი-მარტი
5. ვადები-ხანგრძლივობა: თებერვალი-მარტი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები მოსწავლეებში:
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას
ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ, გაეცნობიან ეკოსისტემაში შემავალი
ცხოველებისა და მცენარეების ურთიერთ დამოკიდებულებას, მოამზადებენ რეფერატებს, მოაწყობენ პრეზენტაციებს,
გაიმართება დისკუსიები, გამოუმუშავდებათ დამოუკიდებელი მუშაობის, კრიტიკული
აზროვნების უნარ-ჩვევა,კომუნიკაციის და სოციალური უნარები.
7.მოსალოდნელი შედეგები-პროექტები,
რაც შეიძლება შეიქმნას:
ახალგაზრდები დაუკავშირდებიან შესაბამის დაწესებულებებს,
გაეცნობიან მცენარეთა და ცხოველთა გავრცელებას ჩვენი პლანეტის სხვადასხვა
ადგილებში: ჯუნგლებში, სავანებში, მუსონურ რეგიონებში, ტროპიკულ
უდაბნოებში და სხვა. შექმნიან ვებ-გვერდებს ბლოგებს სახით მათთვის საინტერესო საკითხთან
დაკავშირებით,
განახორციელებენ
კვლევით სამუშაოებს ინტერნეტის საშუალებით, სადაც სწრაფი კავშირები მუდმივად იცვლება,
ივსება ახალი მასალით და მუდმივად, მიიღებან ახალ
8. სასარგებლო სხვებისთვის:
8. სასარგებლო სხვებისთვის:
მოსწავლეთა ნაშრომს გაეცნობიან
დაინტერესებული პირები, მოხდება საინტერესო მასალის ურთიერთგაზიარება. გააკეთებენ
კომენტარებს, ჩაერთვებიან კვლევა-ძიებაში, გაუჩნდებათ მოტივაცია, გაეცნონ
სიახლეებს ფლორისა და ფაუნის სამყაროში. სახალისო ვიქტორინების საშუალებით
შეამოწმებენ ცოდნას სხვადსხვა ობიექტების შესახებ.
9. სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან-საგნობრივ ჯგუფებთან, ესგ-სთან კავშირი:
კავშირი ბიოლოგიასთან, გეოგრაფიასთან, ინფორმატიკასთან, ესგ-სთან დაკავშირებით განიხილება ცხოველთა შეგუება სხვადასხვა გარემო პირობებთან, ცოცხალ სამყაროში მიმდინარე არსებობის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა.
11. მონაწილენი სხვა სკოლებიდან: ---
12. პროექტის ფასილიტატორი: მანანა ბერიკაშვილი
მ მონაწილენი: ნატა
ბეგოიძე, ნათია ქობალია, მარიამ ტოროსიანი, ვერიკო კუპრავა,
სოფო მეტრეველი,
გიორგი სიქტურაშვილი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:
Berikashvili-1956@ Gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15. გამოყენებული რესურსი:
წიგნი ინტერნეტი-ბუნების საოცრებანი
2 . www. Usborne-quicklinks.com
3 . სუზანა დევიდსონი, მაიკ
ანკინი----„ცხოველთა სამყარო“
4 . თბილისის ზოოპარკის ბინადართა
შესახებ მოძიებული ინფორმაცია.
5 . კარენ- მაკგი. ჯორჯ მაკეი-საყმაწვილო
ენციკლოპედია
Комментариев нет:
Отправить комментарий