ქალღმერთი

ქალღმერთი

понедельник, 23 февраля 2015 г.

უცნაური მცენარეები

                                         ე) უცნაური მცენარეები
მცენარეთა უმეტესობა მინერალურ მარილებსა და წყალს ნიადაგიდან იღებს.ზოგი მცენარე მწირ
ნიადაგზე იზრდება და კვების დამატებითი წყარო ჭირდება. ისინი მტაცებლურ ხერხს იყენებენ
საკვების მოსაპოვებლად: ცოცხალ ცხოველებს იჭერენ და შეექცევიან. მათ მწერიჭამია მცენარეებს
უწოდებენ. ვენერას ბუზიჭერია მწერებს, ობობებს და პატარა ბაყაყებსაც კი იჭერს. იგი ფოთლის კიდეებზე არსებული ბუსუსებით ნებისმიერი სხეულის შეხებას გრძნობს, თუმცა მხოლოდ მაშინ იხურება, როცა მასზე მოხვედრილი სხეული ფართხალებს. თუ წვიმს, წვიმის წვეთს იგი ყურადღებას არ აქცევს.
  მწერიჭამია მცენარეა სურო.იგი მწერებს ძლიერი სუნის მქონე ნექტარით იზიდავს. მწერი ჩადის
მცენარის სუროსებრ წანაზარდში და ვარდება წყლის და მომნელებელი სითხის ნარევში. სითხე მწერის
სხეულს შლის და შემდეგ შეიწოვს.
         მწერიჭამია მცენარეა დროზერა და ბუშტოსანაც. ბუშტოსანას ფესვებზე პატარა ბუშტები აქვს.

     წყლის რწყილი- დაფნია, შეეხება -რა ბუშტის მგრძნობიარე ბუსუსს, ბუშტი ფართოვდება და მასში წყალი შედის, თან დაფნიაც შეაქვს.

Комментариев нет:

Отправить комментарий