მცენარეებს თავის
დაცვა გაქცევით არ შეუძლიათ. ისინი თავისებურად
იბრძვიან სიცოცხლისთვის. მაგალითად, კრეოზიტის ბუჩქი უდაბნოში ხარობს. ცვილით დაფარული
ფოთლები მას წყლის შენარჩუნებაში ეხმარება. ფოთლები ძალიან უგემურია. კრეოზიტი ფესვებიდან
შხამს გამოყოფს,
რათა ახლომახლო
უდაბნოს სხვა მცენარეები არ გაიზარდოს და ძვირფასი წყალი არ წაართვას.
კრეოზიტის ბუჩქის
გარშემო ახალი ბუჩქები იზრდება, შუა ნაწილი კი კვდება, მის გარშემო კი
რკალი რჩება.
ფითრი პარაზიტი მცენარეა. იგი ხის ტოტზე იზრდება,
მაგრამ არ კლავს, რადგან თუ ხე მოკვდა, ფითრიც მოკვდება. იგი რამდენიმე ტოტზე პარაზიტობს
და საკვებს ტოტებიდან იღებს. ხის
ქერქში საწოვრებით
აღწევს და იწოვს საკვებ ნივთიერებას.
P.S. ბუნების
ფანტაზიას საზღვარი არა აქვს. მცენარეთა და
ცხოველთა სამყაროში მრავალი საოცრება
გვხვდება. ცხოვრება
რთულია, სიცოცხლე კი ტკბილია, ამიტომ ყველა ცოცხალი არსება თავისებურად
ეგუება გარემოს
რთულ პირობებს და იბრძვის გადარჩენისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий