ქალღმერთი

ქალღმერთი

понедельник, 23 февраля 2015 г.

საოცარია, მაგრამ ფაქტია...

ა) საოცარია, მაგრამ ფაქტია...
ცხოველებს ადამიანებივით უჩვეულო და გასაოცარი საქციელი ახასიათებთ. ზოგიერთი ქცევის
ახსნა ჯერაც ვერ შეძლეს და მეცნიერები მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამენ. ფაუნის წარმომადგენლები
თავის გადასარჩენად სხვადსხვანაირად მოქმედებენ და ქცევას უსადაგებენ ისეთ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, როგორიცაა საკვების, წყლის, თავშესაფრის და მეწყვილის მოძიება.
    მეთოვლიები მიგრაციის დროს ყოველ წელს არქტიკიდან ანტარქტიდაზე ორი თვის განმავლობაში
მიფრინავენ, მერე კი ისევ უკან ბრუნდებიან.

    წყლის კუს ბაკანი ჭაობის ფსკერზე თითქმის შეუმჩნეველია. მას პირში ვარდისფერიწანაზარდი აქვს, რომელიც ჭიაყელას ჰგავს. თევზების მისაზიდად იგი ამ სატყუარას იყენებს.
    მდედრი ცხენთევზები კვერცხებს დებენ მამრის მუცელზე არსებულ ჯიბეში, მამრის ჯიბიდან ორი კვირის შემდეგ პატარა ცხენთევზები იჩეკებიან.
    გომბეშოსებრი ხვლიკი მასზე თავდასხმის დროს თვალებთან არსებული ნასვრეტებიდან სისხლს აფრქვევს, რომელსაც ისეთი ცუდი გემო აქვს, რომ მტაცებლები მას მაშინვე შორდებიან.
    ზოგიერთ ცხოველს ისეთი შეგრძნება გააჩნია, რომლის მსგავსი ადამიანს არ აქვს. მაგალითად, ზვიგენები, ისევე, როგორც იხვნისკარტები, მსხვერპლის ძიებისას საკუთარ ელექტრულ აქტივობას იყენებენ.
     ცხოველები ურთიერთობას შეტყობინების, სხვათა მისაზიდად, გასაფრთხილებლად, ან დასაფრთხობად იყენებენ:  საფრთხის დროს მახრჩობელა გველი თავს სხეულში მალავს და კუდს აჩენს.
თავდამსხმელს კუდი მისი თავი ჰგონია.
       გველებმა და ნიანგებმა საკვების გარეშე შეიძლება რამდენიმე კვირა, ან რამდენიმე თვეც კი გაძლონ.
     სისხლისმწოველი ღამურები ყოველდღე თავიანთ წონაზე 70%-ით მეტ სისხლს სვამენ. ისინი სისხლს მძინარე ცხოველებს სწოვენ.


Комментариев нет:

Отправить комментарий